ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) როლი სოფლის მმართველობაში: პოლიტიკური მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მუნიციპალურ დონეზე | LAG
15 დეკემბერი, 2023
15 დეკემბერი, 2023
პროექტის მიმოხილვა
პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მაცხოვრებლების პოლიტიკური მონაწილეობის შესწავლას საკუთარი საცხოვრებელი სივრცის მართვაში, LEADER/CLLD მიდგომის კონტექსტში. კვლევის ამოცანებია: LAG-ების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებისა და პასუხისმგებლობების გაანალიზება, მათი სტრუქტურისა და მართვის მოდელის შესწავლა, LAG-ების სამეთვალყურეო საბჭოების სოციალურ-ეკონომიკური შემადგენლობის კვლევა, დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი როლის შეფასება, პოლიტიკური მონაწილეობის დონეებისა და ფორმების გამოკვლევა, ასევე LAG-ების მიერ უზრუნველყოფილი შესაძლებლობების განვითარების მექანიზმის ანალიზი. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ემპირიული კვლევა გამოიყენებს თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების ინოვაციურ კომბინაციას, კერძოდ: (i) ონლაინ გამოკითხვას საქართველოში არსებული ყველა LAG-ის წევრთან, (ii) სიღრმისეულ ინტერვიუებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ორ საკვლევ არეალში (ყაზბეგისა და ხულოს მუნიციპალიტეტები) და (iii) ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვებას ყველა არსებული LAG-იდან.
პარტნიორი უნივერსიტეტები
LAGGo ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (IBSU) პარტნიორობით. პროექტში ჩართული არიან უცხოელი თანამშრომლები შემდეგი უნივერსიტეტებიდან:
- ინსბრუკის უნივერსიტეტი (UIBK), ავსტრია
- ფინეთის ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტი (Luke), ფინეთი
- განვითარებისა და გარემოს ცენტრი (CDE), შვეიცარია
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (FR-23-489).